მთავარი ამბები

მატნის ერთ- ერთ პედაგოგს და მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ე.წ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან”

მატნის ერთ- ერთ პედაგოგს და მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ე.წ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან”

0

“კახეთიდან სამედიცინო ცენტრ “ციტოში” 1069 ნიმუში გაიგზავნა , აქედან 750 სოფელ მატნიდან, 256 გეგმიური, ხოლო 63 სოფელ ველისციხიდან არის “ , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სოფელ მატანში დაინფიცირებული 10 თვის ჩვილს , მამას და მამიდას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, ხოლო 10 წლის ბავშვი უსიმპტომო იყო, თუმცა ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობის კურსს სპეციალიზირებულ კლინიკაში გადიან.

”კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. მატანში ამ დრომდე გრძელდება უსაფო PCR ტესტირება და მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. რაც შეეხება სასწავლო წლის დაწყებას, ყველა სკოლამ კრიტერიუმები დააკმაყოფილა და იქ სწავლა ჩვეულებრივ განახლდა , გარდა სოფელ მატნის ორი საჯარო სკოლისა, სადაც სწავლა დისტანციური მეთოდით დაიწყო, რამდენადაც მატნის ერთ- ერთ პედაგოგს და მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ე.წ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close