დღის ამბები

სოფელ მატნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილ სამედიცინო კარავში ტესტი 460-მა მოქალაქემ ჩააბარა

“სოფელ მატნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშლილ სამედიცინო კარავში ტესტი 460-მა მოქალაქემ ჩააბარა, რომლის პასუხები ცნობილი ეტაპობრივად გახდება”- ამის შესახებ კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებემა, ირაკლი შიოშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქე არ დაფიქსირებულა და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

“იმის გამო, რომ სოფელში 10 წლის ბავშვს და პედაგოგს აღმოაჩნდა კორონავირუსი მიღებული იქნეა გადაწყვეტილება , რომელიც საჯარო სკოლაში სწავლის დისტანციური მეთოდით დაწყებას გულისხმობს.ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი ჯანმრთელობისთვის “, – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close