დღის ამბები

მატანში სასწავლო პროცესი აღარ დაიწყება

“ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანაში შექმნილი ეპივითარების გამო სასწავლო პროცესი ხვალიდან აღარ დაიწყება და ის გაურკვეველო ვადით გადაიდო”


“ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანაში შექმნილი ეპივითარების გამო სასწავლო პროცესი ხვალიდან აღარ დაიწყება და ის გაურკვეველო ვადით გადაიდო”– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით ,ვირუსი სოფელ მატნის საჯარო სკოლის პედაგოგს აღმოჩნდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება დროულად მიიღო.
“დაინფიცირებული პედაგოგის ოჯახიდან 10 თვის ბავშვს და ორსულს დაუდასტურდა ვირუსი. ეს ქალბატონი გორში ქორწილში იმყოფებოდა და სწორედ ე.წ ქორწილის კლასტერს ეკუთვნის” – ამბობს ხიზანიშვილი.
მისივე თქმით, კახეთის რეგიონში სამი კლასტერი გამოიკვეთა და ყველა ადგილზე ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ახლაც აქტიურად მუშაობს.
“სასაზვრო პოლიციის თანამშრომლოა ახლოკონტაქტებიდან 4 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. დროულად მოხდა ეპიკვლევა, შესაბამისად, ლაგოდეხში ვირუსის ფართო გავრცელებას არ ველოდებით. ე.წ ველისციხის კლასტერიდან 35 ნიმუში გაიგზავნა და ლაბორატორიულად ოჯახის 5 წევრს ორგანიზმში ვირუსის არსებობა დაუდასტურდა, მათ შორის სამ მცირეწლოვან ბავშვს. ამ შემთხვევაში წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. მატანში სულ 11 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის kocid -19 10 თვის ბავშვს და ორსულ ქალს დაუდასტურდა. “– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close