ეკონომიკასაზოგადოება

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 215 კომპანია

ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 215 კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართული იყო 50 ღვინის საწარმო.

ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 3,5 ათას ტონას აღწევს, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავების პროცესი, თელავისა და საგარეჯოს გარდა, კახეთის ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close