დღის ამბებირეგიონი

ზურაბ ჭიაბერაშვილმა,მედიას 6 კითხვა გააცნო რაზეც პასუხს გიორგი გახარიასგან ითხოვს.

საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რეკორდულ ზრდაზე ხელისფულების არასწორ რეაგირებაზე საუბრობენ ოპოზიციაში.

საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა  რეკორდულ ზრდაზე, ხელისფულების არასწორ რეაგირებაზე საუბრობენ  ოპოზიციაში.
დღეს ევროპული საქართველოს  ერთ-ერთმა ლიდერმა, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჯორიტარმა კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სპეციალური  ბრიფინგი გამართა და მთავრობის  მეთაურს,ვირუსის წინააღმდეგ განხორციელებული რეგულაციები დაუწუნა.
კონკრეტულად,ჭიაბერაშვილის განცხადებით:
“ქვეყანამ თავიდანვე არასწორი მიმართულებით დაიწყო ვირუსთან ბრძოლა და ახლა როდესაც,ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს,პრემიერი მინისტრი გახარია ვალდებულია დეტალურად გააცნოს საზოგადოებას რამდენად მზადა ქვეყანა პანდემიიასთან გასამკლავებლად.“
ზურაბ ჭიაბერაშვილმა,მედიას ის 6 კითხვა გააცნო რაზეც პასუხს გიორგი გახარიასგან ითხოვს.
საუბარია,ჯანდაცვის სისტემაზე,დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციაზე, სოციალურ ღონისძიებებზე, განათლების სექტორსა და ეკონომიკაზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close