დღის ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი თეთრწყლების მოსახლეობას შეხვდა

ირაკლი ქადაგიშვილი თეთრწყლების მოსახლეობას შეხვდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ თეთრწყლებში გავმართე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი საჭიროებები მოვისმინე.

ბოლო წლების მანძილზე, სოფელ თეთრწყლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა – მოწესრიგდა გზების ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიის შენობას და მოეწყო სკვერი. ამავდროულად, სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და მოსახლეობა გარკვეული სოციალური შეღავათებით სარგებლობს.

რა თქმა უნდა, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. სოფელ თეთრწყლებში მოსახლეობის მხრიდან გაზიფიცირება, სოფლის ბიბლიოთეკის გადახურვა და საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა დასახელდა.- ასე ეხმაურება სოციალური ქსელით ირაკლი ქადაგიშვილი თეთრწყლებში შეხვედრას

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close