სპორტი

ლეგენდარული მწვრთნელი ბრუნდება?! – ცნობილი გახდა, ვინ შეცვლის კუმანს ნიდერლანდების ნაკრებში

0

ნიდერლანდური FOX Sports-ის ჟურნალისტმა იან ვან ხანგელემ გაავრცელა შიდაკულუარული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თუ რონალდ კუმანი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გახდება, ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს არსენ ვენგერი ჩაიბარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “არსენალის” ყოფილი დამრიგებელი დათანხმდა “ნარინჯისფერების” გაწვრთნას, თუ ნაკრებს 57 წლის სპეციალისტი დატოვებს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ 70 წლის ფრანგი უკვე დაუკავშირდა ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციას და საკუთარი სურვილი გააცნო.

პარალელურად, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ რონალდ კუმანთან მოლაპარაკებები დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ Le10Sport-ის ცნობით, ვენგერმა “ბარსას” გაწვრთნაზე უარი განაცხადა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close