ლაგოდეხირეგიონი

12 აგვისტოს ლაგოდეხის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ”მეგობრობის ფესტივალი” გაიმართება

12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა

და 2000 წლის 12 აგვისტოს პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
ამ დღეს რა, თქმა უნდა ვუერთდებით და ლაგოდეხის ტყე-პარკის ტერიტორიაზე 17:00-დან ავღნიშნავთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს ”მეგობრობის ფესტივალით”.

ფესტივალზე მოსულ ახალგაზრდებს დახვდებათ სასიამოვნო გარემო და სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობები.
-სპორტი: სამაგიდო თამაშები, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, ველოსიპედების, სკეიდბორდისა და გარბენში შეჯიბრი.
-ხელოვნება: ნახატების გამოფენა, ფოტოგამოფენა, ადგილზე ხატვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
-ტურიზმი: ლაგოდეხის ტურისტული მარშუტების გაცნობა, ეკლესია-მონასტრების ფოტოგამოფენა.
-პოეტები და პროზაიკოსები: ნორჩი პოეტები და პროზაიკოსები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და გაუზიარებენ ახალ მეგობრებს.
-მუსიკა: მოყვარული მუსიკოსები იზრუნებენ ფესტივალის განწყობაზე.
-პირველი დახმარება: წარმოდგენილი იქნება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ლაგოდეხის ფილიალი.
-საღამოს ახალგაზრდების განწყობაზე იზრუნებს დიჯეი.

მხარდამჭერი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია.
მასპინძელი ახალგაზრდები: ”ლაგოდეხის მოხალისის” აქტიური წევრები.

#გაატარე12აგვისტომეგობრებთანერთად
დასწრება თავისუფალია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close