დღის ამბები

კახეთში კირონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

დაინფიცირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინიდან არის, თუმცა ის ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე მუშაობს.

27 წლის კაცს ტექსტირება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი. ტესტმა covid-19 -ზე დადებითი შედეგი აჩვენა. ინფორმაცია გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა გოგაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ახალგაზრდა ოჯახში 4 დღის წინ იმყოფებოდა და კონტაქტი სოფელში რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან. თავად დაინფიცირებული კი თბილისის ერთ- ერთ კოვიდ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.

დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ ამ მიმართულებით სოფელში ეპიდემიოლიგები დღეს დილიდან აქტიურად მუშაობენ. ვისგან და რა ვითარებაში გადაედო ახალგაზდა კაცს კორონავირუსი ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close