დღის ამბებიპოლიტიკა

ვინ არიან თელავი ახმეტა ყვარელი ლაგოდეხის კანდიდატები ?!

თელავი ახმეტა ყვარელი ლაგოდეხის საპარლამენტო მანდატისთვის ამ ეტპაზე როგორც ცნობილია სამი კანდიდატი იბრძოლებს.

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საპარლამენტო მანდატისთვის ამ ეტპაზე როგორც ცნობილია, სამი კანდიდატი იბრძოლებს.

როგორც ჩანს კანდიდატთა სიმრავლე ამ ოლქისთვის გარდაუვალია. დღეისათვის მხოლოდ ცნობილია ქართული ოცნების კანდიდატი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საარჩევნო მარათონში ჩასართავად გადაწყვეტილება მიიღო და გადადგა დაკავებული თანამდებობიდან .

ასევე ცნობილი გახდა ევროპული საქართველოს კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ზურაბ ჭიაბერაშვილი 2012 -2013 წლებში კახეთის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, იგი მაშინ მიხეილ სააკაშვილის მიერ დანიშნული ბოლო გუბერნატორი იყო კახეთში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ამ ოლქში  როგორც ცნობილია პარტიის პოლიტ საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველია. გიორგი ბოტკოველი კახეთის გუბერნატორის მოადგილე და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ორიჯერ იყო. აქედან პირველად ის ზემოდ აღნიშნულ თანამდებობას 2007 წელს და 2013 წლებში იკავებდა.

აღნიშნულ ოლქში ამ ეტაპზე რამდენიმე პარტიას ჯერ კანდიდატი არ დაუსახელებიათ, როგორც ცნობილია უახლოეს მომავალში კანდიდატებს დაასახელებენ პარტიები საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ლელო და გიორგი ვაშაძეს პარტია  თავისუფალი საქართველო

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close