პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე : “სსიპ-ებისა და ააიპ-ების ნაწილი, შესაძლოა, გაუქმდეს”

„სსიპ-ებისა და ააიპ-ების ნაწილი, შესაძლოა, გაუქმდეს“ – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ გზით ბიუროკრატიის შემცირება უნდა მოხდეს.

„სსიპ-ებსა და ააიპ-ებთან დაკავშირებით, ზოგადად, ვაპირებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს პოლიტიკასა და მიდგომებში. ამისთვის არის მნიშვნელოვანი რესურსი გამოყოფილი და უნდა მივიღოთ გაცილებით ეფექტური შედეგი და ნაკლები ბიუროკრატია. შესაძლოა, რომ სსიპ-ებისა და ააიპ-ების ნაწილი გაუქმდეს ან გაერთიანდეს და მივიღოთ ის შედეგი რაც საზოგადოებას სჭირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close