დღის ამბები

10 ყველაზე გიჟური შენობა მსოფლიოში












სამეფო კოშკი (Kingdom Tower)

სამეფო კოშკი სამეფო კოშკი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის – არაბეთის ემირატებში ბურჯ ჰალიფას სიმაღლეს 167 მეტრით აღემატება. 1.2 მილიარდ დოლარად ღირებულ პროექტში განთავსებული იქნება კონდომილიუმები, საოფისე ფართები, ობსერვატორია, სასტუმრო “Four Seasons” და მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტერასა კოშკის 157-ე სართულზე (რომელიც, სხვათაშორის, უმაღლესი წერტილისგან საკმაოდაა დაშორებული). ცათამბრჯენის ოფიციალური მშენებლობა 2019 წლისთვის დასრულდება.


შანხაის კოშკი (Shanghai Tower)


ჩინეთში 121 სართულიანი შანხაის კოშკის მშენებლობა, რომელიც 4.2 მლრდ დოლარი დაჯდა და 1993 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა. მილიონობით ადამიანმა უკვე იხილა ხედი, რომელიც კოშკის სიმაღლეებიდან იშლება თავბრუდამხვევი სურათებისა და ვიდეოს საშუალებით, რომელიც ორმა გაბედულმა რუსმა გადაიღო კოშკის კენწეროზე არაკანონიერად შეჭრის შედეგად. მრავალფუნქციური ცათამბრჯენი ცხრა განსხვავებული ვერტიკალური ზონისგან შედგება და შუშის ფენებითაა გარემოცული ამინდის ფაქტორისგან თავდასაცავად და ბუნებრივი ვენტილაციისთვის.


დუბაი პერლი (Dubai Pearl)

ხელოვნური კუნძულების, მსხვილი სავაჭრო ცენტრების და უმაღლესი შენობების შენების მიღმა, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დუბაიში უნდა იყოს საუცხოო შენობა, რომელიც ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის მსგავსი იქნება. 73 სართულიანი დუბაი პერლის მშენებლობა, რომელიც სპარსეთის ყურეს გადაჰყურებს 2009 წელს დაიწყო და 2016 წლისთვის დასრულდა. დაგეგმილ “შიდა-ქალაქში” არის 4 კოშკი, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ხიდით და 1800 ადგილიანი პრემიურ-თეატრი, რომელშიც დუბაის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება.


Agora Garden

დაკლაკნილი 20 სართულიანი ლუქს-კლასის შენობა არის მწვანე, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით: ყველა სართულის აივანზე გაშენებულია ბაღი, ასევე გათვალისწინებულია ცხოვრების უზრუნველყოფის სისტემები, მათ შორის, მზის პანელები და წვიმის წყლის გადამუშავება.


World One

117 სართულიანი ცათამბრჯენი World One მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლი და ყველაზე მაღალი შენობა მუმბაიში. მასში წარმოდგენილია 300 მდიდრული სამ და ოთხოთახიანი აპარტამენტები (ღირებულება 1.5მლნ $-დან იწყება), რომელთა დიზაინზეც ჯორჯიო არმანის სტუდია “Armani/Casa”-მ იზრუნა.


მეფე აბდალას ნავთობის შემსწავლელი და კვლევითი ცენტრი (KARSARC)

ამ სიაში მიწასთან ყველაზე ახლოს არსებული, მაგრამ არანაკლებ გასაოცარი შენობა KARSARC ელ-რიადში, საუდის არაბეთი, მრავალფუნქციურ არაკომერციულ ცენტრს ნაკლებად ჰგავს. ფუტურისტული კრისტალისებური დიაზაინი – ირანის საკულტო არქიტექტორის ზაჰი ჰადიდის ნამუშევარია. სამუშაოები 2009 წელს დაიწყო რთულია იმაზე საუბარი, როდის გაიხსნება ცენტრი.


ჩჟუნან ცენტრი სუჩჟოუში (Suzhou Zhongnan Center)

2015 წელს ჩინეთში, სუჩჟოუში დაიწყო 730 მეტრიანი 138 სართულიანი შენობის მშენებლობა და მას წინ ხანგრძლივი, ძალიან ხანგრძლივი გზა ელოდება. მაგრამ, თუ ეს 4.5 მლრდ დოლარად ღირებული პროექტი გრაფიკის თანახმად 2020 წელს დასრულდება, ის იქნებაჩინეთში სიმაღლით პირველი, ხოლო მსოფლიოში მესამე შენობა. კოშკი სასტუმროთი, ოფისებით და საცხოვრებელი ფართებით განთავსებული იქნება თითქმის დასრულებულ 69 სართუალიანი ცათამბრჯენის “აღმოსავლეთის კარიბჭის” მახლობლად, რომელიც, სხვათაშორის, ფორმით შარვალს ჰგავს.


Lotte World Tower

სეულის, სამხრეთ კორეის, სხვა შენობებთან შედარებით ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობა, რომლის სიმაღლეა 556 მეტრი, სართულების რაოდენობა კი 123, 2016 წელს დასრულდა. შენობაში განთავსებულია(ქვემოდან-ზემოთ): მაღაზიები, ოფისები, აპარტამენტები, სასტუმროები და ყველაზე ზემოთ – გადმოსახედი მოედანი.


მთის კურორტი დავანგი

მოგბეზრდათ სასტუმროები, რომლებიც ტბის თავზე კლდეების შორის არ არის მოთავსებული? მაშინ ჩინეთის მთის კურორტი დავანგი 2016 წლიდან გელოდებათ. 170 მეტრის სიგრძეზე გადაჭიმული კურორტი მოიცავს “გრთობის ყინულოვან სამყაროს”, დახურულ სათხილამურო კომპლექსს, აკვაპარკს და დაკიდულ ბაღებს.


სასტუმრო “Songjiang”

როგორც ჩანს, კლდეებსა და ტბებს შორის განლაგებული ეს სასტუმრო ჩინეთში მაღალი კლასის დასვენების კიდევ ერთი ვარიანტია. მთის კურორტ დავანგის მსგავსად, სასტუმრო “Songjiang” კარიერში მდებარეობს, თანაც შანხაის მახლობლად მდებარე ეს სასტუმრო კარიერის კედლებზე შენდება და მის კარკასზე ჩანჩქერი ჩამოვა. თუ ზედა სართულების ხედი არ მოგეწონებათ, სასტუმრო გთავაზობთ ქვედა სართულებზე განთავსებას, რომელიც წყლის ქვეშ მდებარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close