დღის ამბები

მსოფლიოში პირველი ყინულის სასტუმრო

ყინულის სასტუმროები ძალიან პოპულარულია სკანდინავიის ქვეყნებში.
ცნობილმა შვედურმა კომპანიამ ICEHOTEL, რომელიც ყინულის სატუმროების პროექტირებითაა ცნობილი, ამჯერად ახალი სასტუმრო შექმნა. Icehotel 365 გახდა ყინულისგან აშენებული მსოფლიოში პირველი სასტუმრო, რომელიც მთელი წელი ფუნქციონირებს.

195 კვ. მეტრის ფართობის შენობაში 21 ნომერი, ბარი და ნახატების გალერეაა განლაგებული. სასტუმროს დიზაინზე მთელი მსოფლიოდან მოწვეული მხატვრები და არქიტექტორები მუშაობდნენ. მათ შექმნილ უნიკალურ სასტუმროს ყველა ოთახს ინდივიდუალური სტილი აქვს.



პირველი ასეთი სასტუმრო 1989 წელს გაიხსნა, მაგრამ ყოველ გაზაფხულზე დნებოდა. Icehotel 365-ს კი ვერცერთ სეზონზე ვერანაირი ამინდი ვერ დაადნობს. სასტუმრო აღჭურვილია შუქამრეკლი პანელებით, რომლებიც ნაგებობას მზის სხივებისა და თბილი ტემპერატურისგან იცავენ.



სასტუმროში მუდმივი ტემპერატურა ხელოვნურად -5 გრადუსზეა შენარჩუნებული. წელიწადის თბილ დროს კი ამისთვის სამაცივრე მოწყობილობები გამოიყენება.



Icehotel 365 ჩრდილოეთის პოლარული წრიდან 200 კილომეტრში, მდინარე ტურნეელვენთან მდებარეობს. ყინულოვანი სასტუმროს ასაშენებლად მდინარიდან 30 000 ლიტრი წყალი იქნა გამოყენებული.
Icehotel 365-ში წელიწადში 50 ათასამდე ტურისტის მიღებას გეგმავენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close