რეგიონი

ტურნირი მინი ფეხბურთში

გურჯაანში, ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელშიც 9 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ფინალში ერთმანეთს გუნდი „კალაური “ და „გურჯაანი -1929“ დაუპირისპირდნენ, რომელშიც გამარჯვება ტურნირის გასული წლის ჩემპიონმა – „გურჯაანი -1929“ მოიპოვა. მესამე საპრიზო ადგილზე კი გუნდი „მეგა ტექნიკა“ გავიდა.

ტურნირის ჩემპიონს „გურჯაანი-1929“ -ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასი გადაეცა.
სპეციალური დიპლომებით და მედლებით დაჯილდოვდნენ სამივე საპრიზო ადგილზე გასული გუნდის ფეხბურთელები.
გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადაეცათ.
ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close