საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა გახსენება

0

დღეს, 2 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ყვავილებით და სანთლებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და საფლავები.

1993 წლის 2 ივლისს რუსეთის ფედერაციამ 6 სადესანტო გემიდან გადმოსხა სპეცდანიშნულების ჯარები აფხაზეთის ტერიტორიაზე და ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად თავს დაესხა ქართულ არმიას. სოფელ ტამიშთან ერთ-ერთი პირველი დახვდა მტერს თელავის მე-7 ბატალიონი, რომელმაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მოწინააღმდეგეს და სრულიად გაანადგურა თავდამსხმელები. 12 ივლისს ტერიტორია გაწმენდილი იყო მტრისგან, თუმცა 7 ვაჟკაცი გამოაკლდა ბატალიონს, ხოლო ბევრი მათგანი მძიმედ დაიჭრა. ღმერთმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს.

Facebook Comments

Don`t copy text!