დღის ამბები

სახლში, რომელიც სოფელ კისისხევში დაიწვა, 5 ადამიანი ცხოვრობდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებ 5 სულიან ოჯახს, რომელიც ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩა, მერია დაეხმარება. როგორც, შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს,

მერია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში ოჯახს დროებითი საცხოვრებელი ქირის თანხით დააფინანსებს.

ცნობისთვის, სოფელ კისისხევში საცხოვრებელი სახლი, სადაც 5 სულიანი ოჯახი ცხოვრობდა, გამთენიისას, დილის ხუთ საათზე დაიწვა. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტენიკა და ნივთები. დამწვარია ოჯახის კუთვნილი სამარშრუტო ტაქსიც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close