სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Views: 67 ქალაქ სიღნაღში აბრამიშვილის, ბეჟანიშვილის, მოსაშვილის და მოსულიშვილის ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე აბრამიშვილის და ბეჟანიშვილის ქუჩებზე მოასფალტება დასრულდა. მათივე ინფორმაციით, ასევე, ბეჟანიშვილის ვრცლად/More »

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

Views: 62 “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. ვრცლად/More »

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

Views: 72 სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. მკვლელობაში ბრალდებული ფ.მ. სამართალდამცველებმა უკვე დაკავეს. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, სოფელ ყარაჯალის ცენტრში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე მამაკაცი მოკლა. ადგილობრივები მომხდარს ვრცლად/More »

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

Views: 64 აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. თეთრი სახლის ლიდერი ამჯერად ირანს განადგურებით დაემუქრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატები თავდასხმებს გაძლიერებული ძალებით უპასუხებს, რაც ზოგიერთ სფეროში სრული განადგურება იქნება. “ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ ვრცლად/More »

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

Views: 75 “პირველი რადიოს” ინფორმაციით, გვიან ღამით, ბიძინა ივანიშვილთან გახარიას მონაწილეობით მმართველი რამდენიმე ლიდერის შეხვედრა გაიმართა. წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობდნენ. არსებული ინფორმაციით, მონაწილეთა ნაწილი გახარიას გადადგომას ითხოვდა, თუმცა მათ ივანიშვილის დარწმუნება ვრცლად/More »

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

Views: 85 თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწვლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მუსიკოსის საავტორო საღამო გაიმართა. ვრცლად/More »

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

Views: 785 2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში  15 მილიონი  ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. თანხები  გადანაწილებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე  რეგიონული განვითარების   ფონდიდან, სოფლის დახმარების პროგრამებიდან, სკოლებისა და ამბულატორიებისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სუფსიდიდან .  ვრცლად/More »

ვინ არიან კახელი მილიონერი პარლამენტარები

ვინ არიან კახელი მილიონერი პარლამენტარები

Views: 269 „მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრთა ქონების კვლევა ჩაატარა.  ვრცლად/More »

ირმა ინაშვილი – „ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო “

ირმა ინაშვილი – „ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო “

Views: 215 ირმა ინაშვილი – “ფაქტია, რომ სკოლის სასადილოებში არსებობს ე.წ. ნისიის რვეულები, სადაც ფიქსირდება,- თვის მანძილზე კონკრეტულმა მოსწავლემ რამდენი ცალი ფუნთუშა, თუ ღვეზელი აიღო. ვრცლად/More »

ირმა ინაშვილი – „პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა“

ირმა ინაშვილი – „პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა“

Views: 193 საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიცე სპკერმა, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პანკისის ირგვლივ არსებულ  მდგომარეობას გამოეხმაურა “მე არა ვარ ჰესების მოწინააღმდეგე, მაგრამ რომც ვიყო, ეს დანაშაული არ არის, ამიტომ ჩემს დამოკიდებულებას და ვრცლად/More »

 

ყველაზე გავლენიანი მმართველი ქალები

ქალ მმართველებს, მსოფლიო ისტორიის მსვლელობაზე, კაცებზე ნაკლები გავლენა არ ჰქონდათ. ისინი ინტრიგებს ხლართავდნენ, ხელისუფლებისთვის იბრძოდნენ, ცვლიდნენ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას.
წარმოგიდგენთ მმართველი ქალების ოცეულს, რომლებმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ისტორიის ფორმირების საქმეში.





თამარ მეფე


როგორც კი თამარი ტახტზე ავიდა, მაშინვე გადააყენა სამეფო მოხელეები, რომლებიც ხელისუფლებით ბოროტად სარგებლობდნენ, რითაც შეუმსუბუქა მდგომარეობა გლეხებს. გარდა ამისა, დასრულდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება და ქვეყანაში მეფის ცენტრალური ხელისუფლება დამყარდა. ხანგრძლივი შუღლისა და მტრობის ეპოქა დასრულდა და ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა. ამის შემდეგ, ახალგაზრდა მეფემ საგარეო პოლიტიკასაც მიხედა: თურქეთის წინააღმდეგ წარმოებული ომის შემდეგ, თურქეთის ნაწილი დაიპყრო და ახლო აღმოსავლეთში გაიმაგრა პოზიციები, შავი ზღვის სამხრეთით მდებარე ძველი ქართული მიწები დაიბრუნა, რომელიც კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, ვიდრე მას ბიზანტია დაიპყრობდა. თურქეთზე გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ირგვლივ კავკასიის ხალხები გაერთიანდნენ და ერთიანი საქართველოს იმპერია ჩამოყალიბდა. პოლიტიკური სტაბილურობის პირობებში, ქვეყანაში დაიწყო სოფლის მეურნეობის და კულტურის განვითარება.

თამარ მეფე ხელს უწყობდა ქრისტიანობის გავრცელებას ქვეყანაში, აშენებდა ეკლესია-მონასტრებს, მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე. სიკვდილის შემდეგ, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, თამარი წმინდანად შერაცხა.

კლეოპატრა


კლეოპატრა დამოუკიდებელი ეგვიპტის უკანასკნელი მმართველი იყო, ვიდრე ის რომაელებმა არ დაიპყრეს. როდესაც ტახტზე ავიდა, ეგვიპტე ფაქტიურად რომის პროვინცია იყო, მაგრამ კლეოპატრამ, თავისი პოლიტიკური თამაშებით, იმდენი მოახერხა, რომ ქვეყანას დამოუკიდებლობა კიდევ 20 წლით გაუხანგრძლივა.

ვიქტორია


ინგლისის დედოფალს ვიქტორიას, თანამედროვენი «ევროპის ბებიას» ეძახდნენ, იმის გამო რომ მას კავშირი ჰქონდა ევროპის სამეფო ოჯახებთან. მისი მმართველობის პერიოდში, კარდინალურად შეიცვალა ინგლისი, ინგლისელი ხალხი და საერთოდ, მთელი მსოფლიო. ვიქტორიანული ეპოქა გამოგონებების, ტექნოლოგიური რევოლუციის და ჯენტლმენების ეპოქა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი ვიქტორია, გარეგნულად «მეოჯახე მონარქის» შთაბეჭდილებას ტოვებდა, პოლიტიკურ საკითხებში, მტკიცე და შეუვალი იყო. ასე, მაგ., ის თვლიდა, რომ ინგლისის კოლონიზაციურ პოლიტიკას, დაპყრობილი ქვეყნებისთვის სიკეთე მოჰქონდა, ხოლო ინგლისის მიერ სამხ. აფრიკისა და ავღანეთის წინააღმდეგ წარმოებული ომის გასამართლებლად, მან განაცხადა: «ჩვენ ჩვევად არა გვაქვს ქვეყნის ანექსია, თუ ჩვენ იძულებულები და ვალდებულები არა ვართ, გავაკეთოთ ეს».

ელისაბედ I


ელისაბედ II ისტორიაში «ქალიშვილი დედოფალის» სახელით შევიდა, რადგან არასოდეს ყოფილა გათხოვილი. თავად კი არაერთხელ უთქვამს, რომ «ინგლისზე არის დაქორწინებული». მისი გათხოვების შემთხვევაში, ევროპაში მოხდებოდა ძალთა გადანაწილება. მან იცოდა ამის შესახებ და ინგლისს უნარჩუნებდა წონასწორობას. მან თავისი სიკვდილითაც კი სარგებელი მოუტანა თავის ქვეყანას, როდესაც მემკვიდრედ, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI დაასახელა. ამით მან ორი სახელმწიფო გააერთიანა და შოტლანდია საბოლოოდ ინგლისზე დამოკიდებული გახდა.

ელისაბედ II


ქალი «კეთილი გულით და რკინის ხასიათით» – ასე ახასიათებენ ელისაბედ II ბრიტანელები. ომის წლებში ის თავისი სურვილით ჩაეწერა თავდაცვის რაზმში და გახდა სამხედრო ვალდებულება მოხდილი, ერთადერთი დედოფალი. დღევანდელ დღეს, ის არის ყველაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე მმართველი მონარქი, ბრიტანეთის ისტორიაში.

ჯეინ გრეი


შეიძლება ითქვას, რომ ჯეინ გრეი ინგლისის ყველაზე ლეგენდარული დედოფალია. მას «9 დღის დედოფალს» ეძახიან – სწორედ ამდენ ხანს იყო ის ხელისუფლებაში. ჯეინ გრეი (ჰენრიხ VII შვილთაშვილი) ჰენრიხ VIII სიკვდილის შემდეგ ავიდა ტახტზე, მაგრამ ჰენრიხ VIII უკანონო შვილმა – მერიმ, შეიარაღებული აჯანყება მოაწყო და დედოფალს ჯერ ტახტი დაათმობინა, ხოლო შემდეგ, სიკვდილით დასაჯა და მიუხედავად ასეთი ხანმოკლე მმართველობისა, ის მაინც შევიდა ისტორიაში.

ჯეინი ტახტზე კანონიერად ავიდა და მეორე დღეს შეიტყო, რომ მერიმ თავი დედოფლად გამოაცხადა და მომხრეებისგან ჯარი შეკრიბა. მან გასცა ბრძანება არმიის ფორმირების შესახებ, თვითმარქვიას წინააღმდეგ საბრძოლველად.

და ვიდრე არმია იკრიბებოდა, დედოფალმა ბრძანა ვერცხლის მონეტების მოჭრა, არსებული სპილენძის მონეტების ნაცვლად, რომელიც მხოლოდ ვერცხლის თხელი ფენით იყო დაფარული ზემოდან. ამის გამო, ხალხი ჰენრიხ VIII გამყალბებელს ეძახდა.

მისი შემდეგი ბრძანება, პარლამენტის შეკრებას ეხებოდა, რომელსაც უნდა მიეღო კანონი ხალხის დადაღვის აკრძალვის, ეკლესიებისთვის მიწების ჩამორთმევის და გლეხებისთვის სამუდამო მფლობელობაში გადაცემის და ღარიბებისთვის სკოლების გახსნის შესახებ.

მმართველობის მეხუთე დღეს არმია უკვე მზად იყო მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. ორი დღის მანძილზე ხელისუფლებისთვის ბრძოლები მიმდინარეობდა და ქვეყანა ორ ბანაკად გაიყო. უმრავლესობა მერის მხარეს აღმოჩნდა და ასეთ ვითარებაში, ახალგაზრდა დედოფალი ყველამ მიატოვა.

ევგენია მონტიჰო


ევროპული მოდის კანონმდებელი, საფრანგეთის დედოფალი ევგენია, არა მარტო დადიოდა მაღალი წრის საზოგადოების წვეულებებზე, არამედ დიდ გავლენასაც ახდენდა პოლიტიკაზე. როდესაც მისი ქმარი (ნაპოლეონ III) ქვეყანაში არ იყო, ის ფაქტიურად, რეგენტის მოვალეობას ასრულებდა. ითვლება, რომ სწორედ მან უბიძგა მეუღლეს მექსიკურ ავანტიურაში ჩართვაზე. ასევე ის გახდა საფრანგეთ-პრუსიის ომის მიზეზი.

ეკატერინე მედიჩი


საფრანგეთის სამეფო კარის მოდის მთავარი ფუძემდებელი, ეკატერინე მედიჩი, ისტორიაში «შავი დედოფლის» სახელით შევიდა. ის იყო მომწამვლელი, შვილის მკვლელი და ბართოლომეოს ღამის ავტორი. საშიში რეპუტაციის მიუხედავად, პოლიტიკის საკითხებში, ეკატერინე მეტისმეტად მიამიტი იყო. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ის იყო არა მმართველი, არამედ ქალი სამეფო ტახტზე.

ისაბელ I კასტილიელი


1492 წელს შეგვიძლია «ისაბელ კასტილიელი» ვუწოდოთ, რადგან იმ წელს, სამი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და თითოეულ მათგანთან კავშირი ჰქონდა დედოფალს: გრანადის აღება, კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა, ებრაელებისა და მავრების განდევნა ესპანეთიდან.

მარია ანტუანეტა


მარია ანტუანეტა მომავალ მეფეზე 14 წლის ასაკში გათხოვდა. თავისი მმართველობის პერიოდში, მან «დაუფიქრებელი» მონარქის სახელი დაიმკვიდრა, რომელიც სახელმწიფო ხაზინის ფულს საკუთარ გართობაზე ხარჯავდა. სწორედ მას მიაწერენ ფრაზას: «თუ მათ არა აქვთ პური, მიირთვან ნამცხვარი!». მიუხედავად ამისა, რევოლუციონერების მიერ სასახლის აღების დროს, ის სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

ანა იაროსლავის ასული


ანა იაროსლავის ასული, იაროსლავ ბრძენის შვილი, საფრანგეთის დედოფალი იყო. ითვლება, რომ სწორედ მან ჩაიტანა საფრანგეთში სახარება, რომელზეც XVI საუკუნიდან მოყოლებული, საფრანგეთის მეფეები ფიცს დებდნენ ტახტზე ასვლის წინ.

მარია ტიუდორი


ის იყო ინგლისის პრინცესა და საფრანგეთის დედოფალი, 3 თვის მანძილზე. მისი და ლუდოვიკ XII ქორწინება, ინგლისის და საფრანგეტის მშვიდობიანი ურთიერთობის დასტური იყო, მაგრამ დედოფალზე 34 წლით უფროსი მეფე გარდაიცვალა და მარია სამშობლოში დაბრუნდა.

დედოფალი ანა


დედოფალი ანა იყო გაერთიანებული ბრიტანეთის პირველი მონარქი. სწორედ მისი მმართველობის დროს განიმტკიცა ინგლისმა პოზიციები შოტლანდიაში და ირლანდიაში. გარდა ამისა, ქვეყანაში შემოიღო ორპარტიული მმართველობა და ბრძოლა დაიწყო ე. წ. ესპანური მემკვიდრეობისთვის (ესპანეთის მეფე კარლ II გონებრივად და ფიზიკურად ავადმყოფი იყო და ისე გარდაიცვალა, მემკვიდრე არა ჰყოლია. სხვა მემკვიდრე ჰაბსბურგების შტოდან არავინ იყო. ამიტომ, მეფის სიკვდილის შემდეგ, ესპანეთის დიდი იმპერია, რომელშიც ამერიკის მიწების გარდა, ევროპის გარკვეული ტერიტორიებიც შედიოდა, “უპატრონოდ” დარჩა. ამ მემკვიდრეობისთვის საფრანგეთის და ავსტრიის სამეფო კარები იბრძოდნენ, რომლებსაც ნათესაობა აკავშირებდათ ესპანეთის სამეფო კართან). ინგლისის ჩარევის შემდეგ, ხანგრძლივი დაპირისპირება, უტრეხტის ზავით დასრულდა. შედეგად, ინგლისმა ესპანეთისაგან გიბრალტარი, მაონი (მენორკის კუნძულზე) და ჩრდილოეთ ამერიკაში, საფრანგეთის მთელი რიგი სამფლობელოები მიიღო.

უ ძეტინი


უ ძეტინი ჩინეთს 40 წლის მანძილზე მართავდა, 665 წლიდან – გარდაცვალებამდე. მან მამაკაცის ტიტული «იმპერატორი» მიიღო და ჩინეთის 4 000 წლიან ისტორიაში, ასეთი ტიტულის მქონე, ერთადერთი მმართველი ქალი იყო.
მისი მმართველობის დროს ჩინეთის გაფართოვება მოხდა. კერძოდ, ჩინეთი დაპყრობით ომებს აწარმოებდა ცენტრალურ აზიაში და კორეაში. ფართომასშტაბიანი ექსპანსიის გარდა, მისი მმართველობა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ქვეყანაში დაიწყო კულტურის სწრაფი ტემპებით განვითარება, ხოლო დაოსიზმის და ბუდიზმის რელიგიები, სახელმწიფოს მფარველობაში გადავიდა.

მარგარეტ ტეტჩერი


რა თქმა უნდა, მარგარეტ ტეტჩერი არ იყო მონარქი, მაგრამ «რკინის ლედის» ვერ დავტოვებდით გავლენიანი მმართველების სიის მიღმა. ის მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე, საბჭოთა კავშირს უპირისპირდებოდა და ევროპის გაძლიერებას ცდილობდა. მისი ლობირებით, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რიგ ქვეყნებში, ამერიკული რაკეტები განალაგეს. გატდა ამისა, აქტიურად ზრდიდა დიდი ბრიტანეთის ატომურ პოტენციალს, რითაც ბრიტანეთის და დას. ევროპის პოზიციებს უფრო მეტად ამყარებდა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და ძლიერი პოლიტიკოსი, გასული საუკუნის ისტორიაში.

ანა ბოლეინი


ანა ბოლეინს განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდი ბრიტანეთის მმართველი ქალების სიაში. მან იმდენი მოახერხა, რომ ჰენრიხ VIII გააუქმებინა ქორწინება ეკატერინე არაგონელთან და თავად გახდა ინგლისის დედოფალი, ხოლო ტახტზე ასვლის შემდეგ, მეფე აიძულა კავშირი გაეწყვიტა რომის პაპთან და კათოლიკურ ეკლესიასთან. ამის შემდეგ, თავად ჩაუდგა სათავეში ახალ, ანგლიკანურ ეკლესიას.

დედოფალი მარგო


მარგარიტა და ჰენრიხ ნავარელის ქორწილი ბართოლომეოს სისხლიანი ღამით დასრულდა. ამ საშინელმა ღამემ, თითქოს დაღი დაასვა მათ ოჯახურ ურთიერთობას და წლების შემდეგ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარგო, საფრანგეთის მეფის მეუღლე აღარ იყო, ის მაინც რჩებოდა სამეფო ოჯახის წევრად და დედოფლის ტიტულს ატარებდა, როგორც ვალუა და სამეფო ოჯახის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი.

იმპერატორი ცისი


იმპერატორი ცისის ტიტული, მისი სიცოცხლის ბოლოსთვის, ასე ჟღერდა: გულმოწყალე, ბედნიერი და მთავარი. მისი ისტორია საოცარია. ის მეხუთე, ყველაზე დაბალი დონის ხარჭა იყო და ჩინეთის იმპერატორი გახდა.

ეკატერინე II


ეკატერინე II მმართველობის დროს, რუსეთის სახელმწიფოს ფართობი საგრძნობლად გაიზარდა. რუსეთმა ყირიმი დაიპყრო და ქვეყანამ ფეხი შავ ზღვაზე მოიკიდა. პოლონეთის სამგზის გაყოფის შემდეგ, მას დასავლეთის მიწებიც «წაეზარდა». ეროვნებით გერმანელ ეკატერინეს, მუდმივად ჰქონდა კავშირი ევროპასთან და მიმოწერა თავისი დროის ჭკვიან ადამიანებთან.

დედოფალი მინი


დედოფალი მინი ( 1851 – 1895), თანამედროვეთა მტკიცებით, ნიჭიერი დიპლომატი და ტაქტიკოსი იყო. ის ქმრის ნაცვლად, ფარულად, მართავდა ქვეყანას 20 წლის მანძილზე. დედოფალი მინი მარჯვედ აბალანსებდა ქვეყანაში მდგომარეობას, როდესაც ის დასავლეთმა «აღმოაჩინა» და არ აძლევდა ახალ მოკავშირეებს კორეისთვის დამოუკიდებლობის წართმევის უფლებას. ბოლოს, დედოფალი, მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების მიერ, დაქირავებული მკვლელის მსხვერპლი გახდა.

Facebook Comments