დღის ამბებისაზოგადოება

იყალთოს ეკლესიის და აკადემიის რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურულ კომპლექსში იმყოფებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით- ირაკლი კობახიძეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა. პრემიერმა ეკლესია და იყალთოს აკადემიის ტერიტორია დაათვალიერა, ასევე მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვან ეკლესიასა და აკადემიის შენობას – რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

რესტავრაციისას ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიის სახურავიდან მოიხსნება კრამიტის საფარი, გასუფთავდება კედლები, დაზიანებული ადგილები შეივსება, გამაგრდება საძირკველი, ტაძრის პერიმეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხი, დაიწყება აკადემიის კედლების კონსერვაცია და გაკეთდება საყრდენი კედელი.

ცნობისთვის- ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 3 073 219 ლარი.

 

Show More

Related Articles

Close