ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ლაგოდეხში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის შემოსასვლელი და ცენტრის მიმდებარე ტერიტორია- ეროვნული მოტივებით შექმნილი დეკორაციებით და სახელმწიფო დროშებით მოირთო,  ასევე მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების აქტის ამსახველი ფოტო გამოფენა და გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საქართველოს დროშებით ჩოხოსნების მსვლელობა მოეწყო და საზეიმოდ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

დღის ბოლო, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, კონცერტით დასრულდა.

ცნობისთვის, საზეიმო ღონისძიებას-  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

Show More

Related Articles

Close