დღის ამბებისაზოგადოება

თელავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, თელავში, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ღონისძიებები იმართება.

ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე წულაძე და მინისტრის მოადგილეები ნოდარ პაპუკაშვილი და გელა გელაძე ადგილობრივებთან ერთად ესწრებიან.

„წელს, 26 მაისის მთავარი გზავნილია „ყველაფერი, რაც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს“. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეებისთვის. კახეთიდან გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გელოდებით ყველას, თელავში, ერთად ვიზეიმოთ დღე, რომელიც ჩვენია   ,-  აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

თელავის ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს ადგილზე, საინფორმაციო სივრცეებთან ერთად, დახვდებათ:
• ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
• სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
• საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;
• კვებისა და ტკბილეულის სივრცე;
• პეტრე ოცხელის „მფრინავი“-ს გიგანტური თოჯინა;
• ანიმატორები და ზღაპრის გმირები;
• მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა.
გარდა ამისა, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით-გასართობ აქტივობებში და კონკურსებში.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით მოქმედი პროფესიული კოლეჯების – „იკაროსი“, „მერმისი“, „პრესტიჟი“, „აისი“ მიერ წარმოადგენილია სტუდენტების ნამუშევრები, იმართება პროგრამების პრეზენტაციები და მასტერკლასები. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ძალები მოსინჯოს ისეთ პროფესიებში, როგორებიცაა: კულინარი, მემინანქრე, თექის ოსტატი და სხვა.
დღის ბოლოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ცნობილი ქართველი ბენდის კონცერტით დაიხურება.

Show More

Related Articles

Close