დღის ამბებისაზოგადოება

თელავში წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ ცნობიერების ამაღლების ფორუმი ჩატარდა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში- წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ, ცნობიერების ამაღლების ფორუმი ჩატარდა.

ფორუმს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი თვითმმართველობის, ცენტრალური ხელისუფლების, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

” როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი წყლის რესურსების მართვის შესახებ, რომელიც სრულიად ახალ პრინციპებს და სტანდარტებს დაამკვიდრებს წყლის რესურსების მართვის მიმართულებით. ეს არის სრულიად ევროპულ დირექტივებზე დაფუძნებული ახალი კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას წყლის რესურსების მართვის სფეროში. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ჩვენი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია ის წყალი, რომელსაც მივაწოდებთ მოსახლეობას იყოს მაქსიმალურად სუფთა”,- განაცახადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეუბის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

” კახეთის რეგიონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია წყლის რესურსების მართვის თვალსაზრისით. მსგავსი სახის შეხვედრები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობა იყოს სრულად ინფორმირებული და შემცირდეს გარემოზე მავნე ზემოქმედება”,- აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.

ფორუმი- USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდა.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close