გურჯაანირეგიონი

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩუმლაყში ყიტაანში ჭანდარსა და ძირკოკში შეხვედრები გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები გაიმართა, ჩუმლაყში, ყიტაანში, ჭანდარსა და ძირკოკში.

ადგილობრივებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა შეხვდნენ, სადაც ადგილობრივებმა, ხმათა უმრავლესობით, ის მცირე მასშტაბის პროექტები შეარჩიეს, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდება.

შეგახსენებთ, წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 520 000 ლარი დაიხარჯება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close