ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში- სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები დღეს ცოდნისკარისა და ჭიაურის თემში გაიმართა.

სოფელ ცოდნისკარისა და ჩადუნიანის მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სასაფლაოს შემოღობვა დაიგეგმა, ასევე ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს სოფელ წიფლისწყაროსა და თელის მოსახლეობამ, სადაც დამაკავშირებელი გზის გარე განათების მოწყობა დაიგეგმა, გარე განათება მოეწყობა სოფელ დავითიანში, ხოლო სოფელ შეერთებაში კი – სასაფლაოს ტერიტორიაზე ფარდული აშენდება.

ჭიაურის თემში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებზე შემდეგი პროექტების განხორციელება დაიგეგმა – ჭიაურისა და წითელიგორის მოსახლეობამ, სპორტული დარბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაწყვიტა, სოფელ თამარიანში სასაფლაო შემოიღობება, ხოლო სოფელ ჰერეთისკარში, მიმდინარე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები დასრულება.

ჯინდო მდივნიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, დაგეგმილი პროექტების თანადაფინანსებას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის დამატებით განახორციელებს.

” კონსულტაციები, მუნიციპალიტეტის 67 სოფელში ჩატარდა. მოსახლეობის მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, წელს 930 000 ლარია განსაზღვრული. მუნიციპალიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, დაგეგმილი პროექტების თანადაფინანსებას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის დამატებით განახორციელებს. შერჩეული პროექტები, დასამტკიცებლად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. შემდეგი ეტაპი, დაგეგმილი სამუშაოების დაწყებაა, რომლის დროული და ხარისხიანი შესრულებისთვის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად ჩაერთვებიან”,- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close