დღის ამბებისამართალი

2023 წლის ოქტომბერში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 026 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 146 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 7.2 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 682 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 273, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში შვიდი შემთხვევა.

2023 წლის ოქტომბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 323 შემთხვევა; მუქარა – 234 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 199 შემთხვევა; ძალადობა – 180 შემთხვევა; გაუპატიურება – 20 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – 8 შემთხვევა; თაღლითობა – 207 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 303 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 105 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 116 შემთხვევა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – 17 შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით რვა შემთხვევა გამოვლინდა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი გამოძიება ერთ შემთხვევაზე დაიწყო.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 556 პირი შეადგინა. საქართველოს მასშტაბით, სისხლის სამართლებრივი დევნა 20 პირის მიმართ შეწყდა.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close