თელავირეგიონი

თელავში საფეხბურთო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

დასრულების ეტაპზეა თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო მოედანზე არსებული სათადარიგო ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის შემოღობვის სამუშაოები, რის შემდეგაც ტერიტორიაზე საფარის დაგება დაიწყება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი სტადიონი და ტრიბუნები, აშენდა გასახდელები და სველი წერტილი.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 649 473 ლარს შეადგენს, ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close