დღის ამბებიეკონომიკა

2024 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბიუჯეტში 579 მილიონი ლარია გათვალისწინებული

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე დაიხარჯება 579 მლნ ლარი. მათ შორის:

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება 200 მლნ ლარი, ტექნიკის თანადაფინანსებისათვის 20 მლნ ლარი, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებისათვის 17 მლნ ლარი; მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამისთვის 54 მლნ ლარი; დანერგე-მომავლის დასაფინანსებლად 26 მლნ ლარი, ხოლო აგროდაზღვევისათვის 12 მლნ ლარი; თხილის წარმოების და მერძევეობის ხელშეწყობისათვის 20-20 მლნ ლარი; სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვისათვის 64 მლნ ლარი; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის 79 მლნ ლარი.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close