დღის ამბებისამართალი

თელავის სასამართლომ სოფელ ქეშალოში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ქეშალოში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულს, 33 წლის ბაზილარ მახმუდოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა იმ არგუმენტით, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

როგორც ბრალდებულმა განაცხადა, მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და ფაქტის დროს თავს იცავდა. დაკავებულის ადვოკატმა სხდომაზე მუხლის გადაკვალიფიცირება და 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ცნობისთვის: მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 11 ნოემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ფინანსურ დაინტერესებას უკავშირდება, რა დროსაც 33 წლის ბაზილარ მახმუდოვმა ცივი იარაღით 29 წლის ჯავიდან მამედოვი მოკლა.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close