დღის ამბებისაზოგადოება

ივანე ჩხაიძე: ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას, ყურადღებით უნდა იყვნენ რისკის ჯგუფის წარმომადგენლები

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, კერძოდ, ოქტომბრის თვეში, გრიპის ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

როგორც ივანე ჩხაიძემ განცხადა, ოქტომბრის თვეში გრიპის ვირუსი ძალიან იშვიათად ფიქსირდებოდა, ახლა კი ქვეყანაში ორივე ტიპის, როგორც A ისე B ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს.

როგორც წესი, ოქტომბერში გრიპის შემთხვევები ძალიან იშვიათად გვხვდება. მისი მატება უფრო ნოემბრიდან არის მოსალოდნელი, თუმცა წელს უკვე აფიქსირებს ლუგარის ეროვნული ლაბორატორია გრიპის ვირუსის შემთხვევებს. შემთხვევები ერთეულია, თუმცა, ეს ფაქტი მაინც საყურადღებოა. 2019 წლამდე, ჩვენ ოქტომბრის თვეში გრიპის ვირუსი ძალიან იშვიათად გვქონდა, ახლა კი ქვეყანაში ორივე ტიპის, როგორც A ისე B ტიპის გრიპის ვირუსი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა გრიპის ვირუსის სეზონურობაც. 2019 წლამდე, როდესაც გრიპის ვირუსის სეზონურობაზე ვსაუბრობდით, შემთხვევების მატება იწყებოდა გვიანი შემოდგომაზამთრიდან გაზაფხულამდე. პანდემიის აქტიური პერიოდის შემდეგ, 2022 წელს კი გვქონდა შემთხვევა, როდესაც გრიპის შემთხვევის მატება ზაფხულშიც ფიქსირდებოდა.  ჩვენ ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას და ამ მიმართულებით ყურადღებით უნდა იყვნენ რისკის ჯგუფის წარმომადგენლები. ჩვენ გვაქვს უნიკალური მდგომარეობამოსახლეობის რისკის ჯგუფების უფასო ვაქცინაციით უზრუნველყოფა. ეს მოსახლეობისთვის დიდი კომფორტია. ჯანდაცვის სამინისტრო წლიდან წლამდე აგრძელებს ამ ინტერვენციას, წელსაც 200 ათასი ვაქცინა არის შეძენილი, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნება რისკის ჯგუფების წარმომადგენლების აცრა. როდესაც სეზონურ ვირუსებზე ვსაუბრობთ, ჩვენი მხრიდან აქცენტი კეთდება გრიპზე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მძიმედ მიმდინარე, გართულებების რისკის მქონე ვირუსს. ყოველ წელს ფიქსირდება გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close