დღის ამბებისამართალი

ჭიკაანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმე თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ბრალდებულმა, მომხდარის გამო სინანული გამოთქვა და დუმილის უფლება გამოიყენა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ბრალდებული თემურ ოთინაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 ოქტომბერს მოხდა. თემურ ოთინაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი, 47 წლის გელა გუჩმაზაშვილი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ყოფით ნიადაგზე დაწყებული დავის შედეგად მოხდა. ფაქტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ნოემბერს ჩაინიშნა.

 

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close