გურჯაანირეგიონი

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

სოფელ ვეჯინში შიდა საუბნო გზაზე, 902 მეტრზე უკვე დაგებულია ასფალტის ერთი ფენა, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 639 936 ლარით ფინანსდება.

სოფელ მუკუზანში მედიათეკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მედიათეკაში მოეწყობა როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებითი, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close