დღის ამბებიპოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი – წნორში არსებული სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც უნდა დაკავშირებოდა აზერბაიჯანს, დღეს არის გაძარცვული. ეს არის „რუსული ოცნების“ რეალური სახე

წნორში არსებული სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც უნდა დაკავშირებოდა აზერბაიჯანს, დღეს არის გაძარცვული. ეს არის „რუსული ოცნების“ რეალური სახე, რადგან ისინი ზუსტად ასე ძარცვავენ და აღატაკებენ საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არ დარჩენილა მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობა გაღატაკებული არ არის.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით სიღნაღის მუნიციპალიტეტ ქალაქ წნორში. აქ არსებული სიტუაცია რეალურად ასახავსრუსული ოცნების“ 11-წლიან მმართველობას. გავერანებულია და გაცამტვერებულია აქაურობა. დღეს აქ, ამ ადგილზე უნდა გადიოდეს ტრანსნაციონალური სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც საქართველოს დააკავშირებდა აზერბაიჯანთან. ეს ხელს შეუწყობდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, დოვლათის შექმნას, მაგრამ დღეს აქ გაძარცვული და გატანილია ყველაფერი. არსებული სარკინიგზო მაგისტრალი გაძარცვულია ისე, როგორც ხელისუფლება ძარცვავს ქვეყანას. ასეთივე მდგომარეობაა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გაჩერებულია გომბორის გვირაბი, რომელსაც 30 წუთით უნდა შეემცირებინა მგზავრობა თბილისიდან თელავამდე. გაჩერებული და გაუქმებულია პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო, ლაგოდეხში კეთდებოდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც უნდა მომსახურებოდა მთლიანად კახეთს და საქართველოს. დღეს, „რუსული ოცნებისრეალური სახე არის აქ, „რუსული ოცნებისრეალური სახე არის საქართველოს ყველა რეგიონი. მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც ქმნიდა ინოვაციებს, ავითარებდა ქვეყანას და სახელმწიფოებრიობას, უკვე ორი წელია, რაც პატიმრობაში იმყოფება. ქართული ოცნებაშეფუთულირუსული ოცნებამოვიდა ტყუილი დაპირებებით და აგრძელებს თავის საქმიანობას მაფიოზური, არაფორმალური მმართველობით, რომელიც აღატაკებს და აუბედურებს მოსახლეობას. აქართველოში არ დარჩენილა მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობა გაღატაკებული არ არის, სადაც არ არის ხალხი, რომელსაც ლუკმაპურის საშუალება არ აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან და ღლიცინებენ სარკინიგზო მაგისტრალზე, ყოველწლიურად დებენ დაპირებებს, რომ უნდა აშენდეს თელავითბილისი სარკინიგზო მაგისტრალი და ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოხმარდებოდა კახეთის და მთლიანად საქართველოს განვითარებას“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close