დღის ამბებიეკონომიკა

ლევან სილაგავა – დედოფლისწყაროში ფერმერების აქცია გაიმართა, მათ ხორბლის ჩაბარების შესაძლებლობა და მოტივაცია სჭირდებათ

საქართველოს მთავრობამ, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებითი, საიმპორტო საფასური ნოემბრამდე დააწესა. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, გაგრძელდება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი სამოქმედო გეგმა ბაზარზე, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

გუშინწინ დედოფლისწყაროში ფერმერების აქცია გაიმართა. მათი მოთხოვნა იყო, რომ ვერ ახერხებდნენ იმ ფასად ჩაბარებას, რაც თვითღირებულებაა. მზად ვართ ფერმერებთან კომუნიკაციისთვის, მთავრობა არის ჩაბმული ამ საკითხში. კომპრომისული ვარიანტები უნდა მივიღოთ, აუცილებელია წისქვილკომბინატებმა იმუშაონ, ფქვილის იმპორტი ხორციელდებოდეს და ადგილობრივ ფერმებს ჩაბარების შესძლებოდა ჰქონდეთ და მოტივაცია, მომავალი ხორბლის მოსავალი მიიღონ. უნდა ვიცოდეთ, გადაწყვეტილება, რომელიც10 ნოემბრამდეა მიღებული, გაგრძელდება თუ არა და ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ ბაზარზეგავაგრძელოთ კომუნიკაცია ხორბლის იმპორტის მიმართულებით, თუ იმ მიჯნაზე ვართ, რომ ფქვილის იმპორტზე გადავერთოთ“,- აღნიშნა სილაგავამ პრესკონფერენციაზე.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close