დღის ამბებიეკონომიკა

ლევან სილაგავა – საქართველოში პური არ გაძვირდება

ქვეყანაში პურის ფასის გაძვირების ტენდენცია არ არსებობს, – ეს განცხადება „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, პურის ფასი სტაბილურია და შესაბამისი მარაგები არსებობს.

ჩვენ კომუნიკაცია გვაქვსპურის მწარმოებელ ასოციაციასთან“, პურის ფასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არის. მათი თქმით, ფასი სტაბილური იქნება. პურის ფასთან მიმართებით პრობლემები არ იქნება, ფასი სტაბილური და შენარჩუნებული იქნება. გასული და მიმდინარე წლის მოსავალს რუსეთი აქტიურად ვერ ყიდის შავი ზღვის მიმართულებით, ისე როგორც იყო პროგნოზირებადი. ჩვენი მიმართულებით უფრო მეტი ხორბლის რაოდენობაა დარჩენილი“,- აღნიშნა სილაგავამ.

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close