დღის ამბებისამართალი

მკვლელობა კახეთში, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

კახეთში მკვლელობის ბრალდებით 60 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს.

ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, ივრის ჰესში უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი ნახეს. 50 წლამდე ქალს ძალადობის კვალი აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, ქალი წლების განმავლობაში დაკავებულთან ერთად ცხოვრობდა.

მეგობარი ქალის მკვლელობის მოტივი კი, სავარაუდოდ, ფინანსური ინტერესი გახდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება 108- ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close