დღის ამბები

თელავში ავტობუსის მძღოლი ეტლით მოსარგებლეს ტრანსპორტში არ უშვებდა

დღეს ჩემს შვილთან ერთად (ეტლით მოსარგებლე) ვდგევართ N4 ის გაჩერებაზე .
მოვიდა ავტობუსი ,ახალი მძღოლი იყო, ასავსავებს ხელებს– არა, ვერ ამოგიშვებთ სავსეა ავტობუსიო,
ხალხი შემჭიდროვდა და გამოჩნდა ადგილი, თუმცა ეზარება ავტობუსიდან ჩამოსვლა და პანდუსის გაშლა. მთელი კამათის და დავის შემდეგ როგორც იქნა ავედით,
ჩქარა მეჩქარება ვაგვიანებო და რამის ფეხები მომამტვრია პანდუსის დაკეცვის დროს. ესეც არ გვაკმარა მგზავრებს და ისე დაძრა და გააქროლა ავტობუსი რამის ერთმანეთში აგვზილა, ვერც მოვასწარი ეტლის დაბმა.
ჩემს შვილს ჯერ ისედაც იშვიათად უწევს გამოსვლა და სარგებლობა ტრანსპორტით და დღევანდელი მძღოლის დამოკიდებულებით საერთოდ გარეთ აღარ უნდა გამოვიდეს, რადგან მას და ავტობუსში მყოფთ თურმე ეჩქარებათ და აგვიანდებათ.
ყველაზე მეტად გადაადგილების პრობლემა ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს აქვთ,
1 , მაინტერესებს სად ეჩქარებათ ავტობუსის მძღოლებს?
2. როდესაც ახალ კადრს იყვანთ გადაამზადეთ.
3. ასწავლეთ მოთმენა . მგზავრი ასვლის შემდეგ მოთავსდეს განკუთვნილ ადგილას.
4. გაზარდეთ და განუსაზღვრეთ დრო გაჩერებიდან გაჩერებამდე ,რათა მგზავრებს ხელ-ფეხი არ დაგვალეწონ და ერთმანეთზე თავები არ გვახლევინონ.

წერს ნინო მაისურაძე

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close