მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა – რომელ ადგილზეა საქართველო

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა - რომელ ადგილზეა საქართველო

2023 წლის მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა. უკვე მეექვსე წელია რეიტინგის სათავეში ფინეთი იმყოფება.

სკანდინავიური ქვეყანა და მისი მეზობლები დანია, ისლანდია, შვედეთი და ნორვეგია ძალიან კარგად იცავენ იმ ნორმებს, რომლებსაც ანგარიში თავისი დასკვნების ასახსნელად იყენებს: ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, დაბალი კორუფცია, კეთილშობილება საზოგადოებაში, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება.

ისრაელი შარშანდელი მე-9 ადგილიდან წელს მე-4 ადგილზე ავიდა. ათეულში ასევე არიან: ჰოლანდია (მე-5), შვეიცარია (მე-8), ლუქსემბურგი (მე-9) და ახალი ზელანდია (მე-10).

რაც შეეხება საქართველოს, 149 ქვეყანას შორის წელს ის 90-ე პოზიციას დასჯერდა.

ანგარიში, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პუბლიკაციაა, გლობალური გამოკითხვის მონაცემებს 150-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გამოკითხვის საფუძველზე ეყრდნობა. ქვეყნები ბედნიერების მიხედვით ფასდება მათი ცხოვრების საშუალო შეფასების საფუძველზე წინა სამი წლის განმავლობაში, ამ შემთხვევაში 2020 წლიდან 2022 წლამდე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close