მსოფლიო

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.  დაკავების ორდელი, გაიცა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართაც.

ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია.

“დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პალატა II-მა გასცა დაპატიმრების ორდერი უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის მიმართ: ბ-ნი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი და ქ-ნი მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close