პოლიტიკა

“საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12 რეკომენდაციის შესრულების გარეშე არ მოხდება”

"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება 12 რეკომენდაციის შესრულების გარეშე არ მოხდება"

“საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე, ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ,” – ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატარინა მატერნოვამ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები საკმარისი არ არის.

“ერთ-ერთი არგუმენტი, რაც საგარეო საქმეთა მინისტრს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვუთხარი, არის რომ ევროკავშირში წევრობისთვის საჭიროა არა მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები, არამედ ეს ასევე ეხება პოლიტიკურ კულტურას, კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობას და თანამშრომლობას, ამ შემთხვევაში ამ 12 პუნქტის შესასრულებლად.

ვერ გეტყვით საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე ეს არ მოხდება და ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ”, – განაცხადა მან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close