საზოგადოება

საქართველოში 12 სახეობის ვირუსი ცირკულირებს, ყველაზე ხშირი კი „ა“ ტიპის ვირუსებია – ექიმები პიკს იანვარ-თებერვალში ელოდებიან

საქართველოში 12 სახეობის ვირუსი ცირკულირებს, ყველაზე ხშირი კი „ა“ ტიპის ვირუსებია - ექიმები პიკს იანვარ-თებერვალში ელოდებიან

საქართველოში 12 სახეობის ვირუსი ცირკულირებს, ყველაზე ხშირი კი „ა“ ტიპის ვირუსებია. ექიმები პიკს იანვრისა და თებერვლის თვეში ელოდებიან. სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

„მთავარია, ასაკობრივ ჯგუფებად დავყოთ: 1 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც დაეწყოთ ცხელება, კატარული მოვლენები, სუნთქვის გაძნელება – ცხელება, რომელიც ვერ იმართება სახლის პირობებში მშობლების მიერ, უკვე განგაშის ნიშანია და სჯობს, კლინიკას მიმართონ. მოზრდილი ბავშვები და მოზრდილები შესაძლებელია იმართონ სახლის პირობებში. 6-7 დღე შეიძლება იყოს გამოხატული მაღალი ცხელება, მაგრამ თუ ამის შემდეგ გაგრძელდა ცხელება და პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, შესაძლებელია, ჩავიტაროთ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. როდესაც ადამიანი ავად არის, სისხლის ანალიზს მაშინ აქვს აქტუალობა, პირველ 24 ან 48 საათში უნდა გაკეთდეს“, – აცხადებს ციციშვილის სახელობის ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

რთული სათქმელია, ვირუსული შემთხვევების პიკი როდი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე იქნება მსგავსი დინამიკა, რაც ახლა გვაქვს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში რამდენიმე რესპირაციული ინფექცია ცირკულირებს, თუმცა მათგან საყურადღებო გრიპის ვირუსია.

„გრიპის ვირუსს გარკვეულ ვითარებაში ახასიათებს მძიმედ მიმდინარეობა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილ მოსახლეობაში. განსაკუთრებით საყურადღებოა ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადება, ასევე, მცირეწლოვანი ბავშვები. რთული სათქმელია, პიკი როდი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე იქნება მსგავსი დინამიკა, რაც ახლა გვაქვს. ამ კუთხით მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა გოგინავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close