დღის ამბებიინტერვიუ

კახეთი ჩემი მშობლიური მხარეა- გიორგი ალადაშვილი

კახეთი ჩემი მშობლიური მხარეა- გიორგი ალადაშვილი

გემოების თამაში არის აქ ჩვენთან არტოზანში !

კახეთის მხარის ახალი რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში.

გიორგი ალადაშვილი  სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობას იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. როგორც მხარის რწმუნებული ამბობს კახეთი მისი მშობლიური მხარეა, რაც იმას ნიშნავს რომ მშობლიური მხარის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაქვს.

-ჩემი წინაპრები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანიდან არიან . პაპაჩემი გასული საუკუნის შუა წლებში სტუდენტობის დროს თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ჩემს ოჯახს არასდროს მიუტოვებია თავისი სოფელი და კუთხე. ჩემი ყველაზე მეტი ნათესავი კახელია, რაც ძალიან მეამაყება . მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და გავზარდე, როგორც ჩემი  მეგობრები ამბობენ „კახელი თბილისელი“ ვარ.

ჩემი  მეგობრები ამბობენ „კახელი თბილისელი“ ვარ.

კახეთი ჩემთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი და გეოგრაფიული აღნიშვნა არ არის, კახეთი ჩემთვის მშობლიური კუთხეა. რაც იმას ნიშნავს რომ მშობლიური მხარის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაქვს.
სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე მომიწია კახეთის მხარეში წელიწადზე მეტი მუშაობა, შესაბამისად კარგად მაქვს შესწავლილი რეგიონის სპეციფიკა, მხარის თავისებურებები, საჭიროებები.
.
-რამდენად მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებრივი აზრი ოჯახში?

-დავიბადე და გავიზარდე ქართულ, ტრადიციულ კახურ ოჯახში, სადაც ოჯახის წევრები ერთმანეთის აზრს მუდამ პატივს სცემდნენ და გვასწავლიდნენ, რომ ჩვენ ქართული საზოგადოების ნაწილი ვართ. პატივს ვცემთ ოჯახის თითოეული წევრის აზრს და ასევე, ვიზიარებთ იმ საზოგადოებრივ აზრს, სადაც ვცხოვრობთ.
-ხასიათს უფრო მეტი უპირატესობა აქვს თქვენს ცხოვრებაში თუ საქმისადმი პასუხისმგებლობას ?
ბუნებრივია, ნებისმიერი საქმის კეთებას პირველ რიგში სჭირდება მონდომება, სურვილი, ნება და ასევე ხასიათიც.. თუმცა მიმაჩნია რომ საქმეს განსაკუთრებით უყვარს გუნდური მუშაობა. შეიძლება რაიმე გარემოებებმა ჩემს ხასიათზე იმოქმედოს, მაგრამ როცა საქმე ეხება შენს ქვეყანას, კუთხეს, ქალაქს და ზოგადად ადამიანებს, იქ ხასიათი უნდა გვერდზე უნდა გავწიოთ და აუცილებლად უნდა მივხედოთ საქმეს. ადამიანის ხასიათმა კარგი საქმე არ უნდა გააფუჭოს ეს ძალიან მარტივი და ჭეშმარიტი ამოცანაა.

მოდის ახალი 2023 წელი და მსურს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო ოჯახებში ხვავი, ბარაქა, სიკეთე, ჯანმრთელობა და ბედნიერება, ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.

რამდენად გაგიჭირდათ ძალოვანი სტრუქტურიდან გადმოსულიყავით ისეთ თანამდებობაზე სადაც ხართ დღეს ანუ რეგიონის პირველი პოლიტიკური პირი ხართ , პრაქტიკულად უპორტფელო სამინისტროს მინისტრსაც უწოდებენ ექსპერტები გუბერნატორის თანამდებობას. შესაბამისად ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელობიდან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირად მუშაობა ხომ არ გიქმნით დისკომფორტს ?

-როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე წელი მომიწია თბილისში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობა, შემდეგ იყო კახეთი. როდესაც მივიღე შემოთავაზება, უყოყმანოდ დავთანხმდი. მოგვიანებით კი სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა. შესაბამისად მოვისმინე საჭიროებები, მიღწევები, პრობლემები, გამოწვევები. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მზად ვარ ჩემი ენერგია ბოლომდე დავხარჯო რეგიონის განვითარებისთვის.
ხოლო რაც შეეხება სამართალდამცველს, მე მიმაჩნია რომ ეს ერთ ერთი ყველაზე საამაყო პროფესიაა ასევე მჯერა, რომ ნებისმიერი სამართალდამცავი, ხვალ რომ აქტიურ პოლიტიკაში წავიდეს ეს არ არის პრობლემა, პირიქით ..

რა შეიძლება გაკეთდეს რომ კახეთში თვითკმარი სოფლის პრობლემა დაიძლიოს ?

-კახეთის რეგიონში არაერთი წარმატებული და განვითარებული სოფლის მაგალითი არსებობს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სოფელი, რომ ავიღოთ კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭიაური, სადაც განსაკუთრებულად განვითარებულია სასათბურე მეურნეობა, ბაღჩეულის კულტურა, ასევე, მაგალითისთვის მოვიყვანდი გურჯაანში სოფელ ჩუმლაყს, სადაც მებაღეობის კულტურა ძალიან განვითარებულია, ზაფხულში ატმის მოსავლის მიღების დროს, სოფელ ჩუმლაყში არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა არის დასაქმებული სამაცივრე მეურნეობებში, არამედ აქ საქმდებიან ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეები. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩვენი მთავრობის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შედეგად სამაცივრე მეურნეობების რიცხვი ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად არის გაზრდილი. კონკრეტულად, სამაცივრე მეურნეობები სოფლის და სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, სოფელ ჩუმლაყში 5 ათეულამდე გაიზარდა, ეს ორი მაგალითი კი უკვე გვაძლევს პასუხს როგორ უნდა დავძლიოთ თვითკმარი სოფლის პრობლემა. ჩვენ გვჭირდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სოფლად, რომელიც სრულად შეცვლის ჩვენსა და ადგილობრივების ცხოვრებას.
-როგორი იყო 2022 წელი რეგიონისთვის და რას უნდა ველოდოთ 2023 წელს?

-პრემიერ – მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მიმდინარე წელს “განახლებული რეგიონების” მასშტაბური პროექტი რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში წარმატებით განხორციელდა. მომავალი წლიდან რეგიონებში პროგრესის და განვითარების ტემპი აუცილებლად იქნება შენარჩუნებული სხვადასხვა მიმართულებით. დაგეგმილია ახალი ავტობუსებისა და ნაგავმზიდების შეძენა რეგიონებისთვის, გაგრძელდება საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობა – რეაბილიტაცია, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, ასევე აშენდება ახალი სპორტული მოედნები, გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ასევე მოიცავს ახალი მაგისტრალების მშენებლობას კახეთის რეგიონში. რეგიონებში და მათ შორის კახეთში, გაგრძელდება მზარდი დინამიკისა და პროგრესის შენარჩუნება, რაც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

გაგრძელდება მზარდი დინამიკისა და პროგრესის შენარჩუნება, რაც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება

-ამ ეტაპზე რომელი პროექტია მეტად პრიორიტეტული ?

-ამ ეტაპზე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს თბილისი – საგარეჯოს 35 კმ-იან მონაკვეთზე ახალი მაგისტრალის მშენებლობა. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 528 მლნ. ლარს შეადგენს
ასევე მინდა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საკითხს,
ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი კახეთისთვის ახალ რეალობას ქმნის, გარდა იმისა, რომ შემცირდება გადაადგილების დრო და გაიზრდება უსაფრთხოება, ასევე, ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას.

საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები მასშტაბურად დაიწყება მომავალი წლიდან და რამდენიმე წელზე გაწერილი გეგმის მიხედვით ფაქტობრივად, ყველა დასახლებაში გვექნება გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
გარდა ამ საბაზისო ინფრასტრუქტურისა, რაც ჩვენი მოსახლეობის პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფისათვისაა მნიშვნელოვანი, ასევე, 2023 წელს ექსპლუატაციაში შევა ისეთი ტურისტული და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა, მაგალითად, კვეტერას და ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუზეუმების, ყვარელში ზინობიანის უდიური ეთნო სოფლის, ქ. თელავში მასშტაბური რეკრეაციული და მრავალ ფუნქციური არეალების, ასევე ქ. წნორის ცენტრალური პარკის, საგარეჯოში კოდას მთაზე ეკო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, რომლის უმთავრესი მიზნობრიობა სწორედ ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებაა და ახლომდებარე დასახლებებისთვის ქმნის არსებული ბიზნესის ან ახალი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას, მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვის ობიექტების მოწყობას და ა.შ ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია, რომ უშუალოდ სოფლების დონეზე შევქმნათ ახალი მიზიდულობის არეალები, რისთვისაც მუნიციპალიტეტების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია სოფლებში სპორტულ-რეკრეაციული და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება.

– და ბოლო რას ეტყოდით რეგიონის მცხოვრებლებს ?
მოდის ახალი 2023 წელი და მსურს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო ოჯახებში ხვავი, ბარაქა, სიკეთე, ჯანმრთელობა და ბედნიერება, ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close