რჩევები

ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინები და მინერალები ბავშვის ჯანმრთელობისთვის

ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინები და მინერალები ბავშვის ჯანმრთელობისთვის

ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვი აუცილებელია მისი რაციონის გამდიდრება ისეთი საკვებით, რომლებიც ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავენ.

აუცილებელი ელემენტებია:

B ჯგუფის ვიტამინები ( B2, B3, B6 და B12):

ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ენერგიის წარმოებას, გულსისხლძარღვთა და ნერვულ სისტემის სიჯანსაღეს.

B ჯგუფის ვიტამინების წყაროა:

თევზი;

ხორცი;

ქათამი;

კვერცხი;

რძე, ყველი;

ლობიო;

თხილი

C ვიტამინი

ხელს უწყობს კუნთების, შემაერთებელი ქსოვილების, კანის სიჯანსაღეს, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

C ვიტამინი გვხვდება:

ციტრუსებში;

კივში;

პამიდორში;

ბროკოლში, ისპანახში, სალათის ფურცელში

A ვიტამინი

ხელს უწყობს ნორმალურ ზრდას და განვითარებას, განაპირობებს კანის და თვალების სიჯანსაღეს და იმუნური სისტემის სიძლიერეს.

A ვიტამინის შემცველი პროდუქტებია:

რძე, ყველი;

კვერცხი;

სტაფილო;

გარგარი;

გოგრა

D ვიტამინი

ეხმარება ძვლებისა და კბილების ფორმირებას.

D ვიტამინს შეიცავს:

რძე და რძის პროდუქტები;

თევზის ზეთი

რკინა

ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედებისთვის. რკინის დეფიციტი განსაკუთრებით დამახასიათებელია მოზარდობის პერიოდში.

რკინას შეიცავს:

ძროხის ხორცი;

ღორის ხორცი;

ლობიო;

შავი ქლიავი

კალციუმი

ხელს უწყობს ბავშვის ზრდის პროცესს, აძლიერებს ძვლებს.

კალციუმს შეიცავს:

რძე, ყველი, მაწონი;

მწვანე ბოსტნეული

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close