დღის ამბები

Samsung-მა Apple-ს დასცინა

Samsung-მა Apple-ს დასცინა

Samsung-მა კიდევ ერთი რეკლამა გამოუშვა, სადაც თავის მთავარ კონკურენტს, Apple-ს დასცინის.

მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ სმარტფონების დიდი რაოდენობა, რომლებიც ტრიბუნებზე ფარნების როლს ასრულებენ. რაღაც მომენტში, სამსუნგის დასაკეცი ტელეფონები იწყებენ „ტალღის“ კეთებას, მაგრამ მათ ვერ უერთდებიან სტანდარტული ფორმ-ფაქტორის ტელეფონები, რომლებიც ვერ იკეცება. ამ უკანასკნელის ეკრანებზე სევდიანი ემოჯი ჩანს.

იმის მიუხედავად, რომ კონკურენტი ბრენდი ღიად არ არის დასახელებული, ადვილი მისახვედრია, რომ სამსუნგი კვლავ დასცინის Apple-ს დასაკეცი გაჯეტების ნაკლებობის გამო.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Samsung-ი იყენებს რეკლამას სხვა ბრენდების დაცინვის მიზნით. მანამდე ნიუ-იორკში, Times Square-ზე მდებარე 3D ეკრანზე აჩვენეს ვიდეო, რომელშიც სამხრეთ კორეელმა მწარმოებელმა აჩვენა, თუ რამდენად მოუხერხებელია სელფის გადაღება iPhone-ით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close