საზოგადოება

ქვეყანას, სადაც ფემიციდის ერთერთი მიზეზი ნასვამობაა, ალკოჰოლის ზიანის შემცირების სტრატეგია არ აქვს

ქვეყანას, სადაც ფემიციდის ერთერთი მიზეზი ნასვამობაა, ალკოჰოლის ზიანის შემცირების სტრატეგია არ აქვს

საქართველოში ფემიციდის მომატებული ფაქტები, შესაძლოა, გარკვეულწილად ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების შედეგი იყოს. თუმცა საქართველოში ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებაზე არავინ საუბრობს და არც ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ზიანის შემცირების პოლიტიკაც არსებობს. ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ფეისბუქზე წერს.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ნიშნავს, რომ საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნავ და ფიქრობ და არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდის.

საქართველოში ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებაზე არავინ საუბრობს. ღვინის ქვეყანაა და გეკადრება… შესაბამისად არც ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ზიანის შემცირების პოლიტიკაც არსებობს… საქართველო სამწუხაროდ ჯერ კიდევ ცოტა შორსაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის არსის გათვითცნობიერებისაგან.. საინტერესოა, რომ კვლევების დიდი ნაწილი აჩვენებს, რომ ოჯახური ძალადობის და მკვლელობის 50-დან 80% -მდე ალკოჰოლის მიღებით არის გამოწვეული. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში მომატებულ ფემიციდს, არ იქნება გასაკვირი, რომ ეს გარკვეულწილად ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების შედეგიც იყოს. უმუშევარი მამაკაცები, რომლებიც ალკოჰოლს ეტანებიან და შემდეგ ოჯახში ძალადობენ. ნუ მსოფლიო შეწუხებულია ამ ამბით და მუშაობს ამაზე. თუმცა ღვინის ქვეყანაში ამაზე არავინ საუბრობს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა არ არის პრიორიტეტი, სამწუხაროდ. თუმცა უამრავი ქალბატონის სიცოცხლე ეწირება ამას,“- წერს ზაზა წერეთელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close