რჩევები

ხანგრძლივი ჯდომა და მისი უარყოფითი ეფექტები

ხანგრძლივი ჯდომა და მისი უარყოფითი ეფექტები

ჯდომა მნიშვნელოვნად აზიანებს ჯანმრთელობას და აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

ცხოვრების ჯდომითი წესი:

აზიანებს გულს – კვლევებმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, ვინც ცხოვრების მჯდომარე წესით ცხოვრობდნენ, მიდრეკილნი იყვნენ გულის დაავადებების განვითარებისკენ;

ზრდის დიაბეტის, ინსულტის რისკს, ზრდის არტერიულ წნევას და ქოლესტეროლის დონეს – რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. ჩამოთვლილმა ფაქტორებმა, თავის მხრივ, შესაძლოა გაზარდოს დემენციის რისკი;

აზიანებს ზურგს – ჯდომა დიდ სტრესს წარმოადგენს ზურგისთვის, ასევე კისრისა და ზურგის კუნთებისთვის. ასუსტებს ძვლებს,ზრდის ოსტეოპოროზის რისკის განვითარების რისკს;

ხელს უწყობს ვარიკოზული ვენების და ღრმა ვენების თრომბოზის განვითარებას;

ხელს უწყობს წონა წონაში მატებას;

ზრდის დეპრესიის განვითარების რისკს – არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა უარყოფით გავლენას ახდენს ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე

ჯდომის ნეგატიური ეფექტების შესამცირებლად საჭიროა დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობის გაზრდა. ამისათვის:ყოველ ნახევარ საათში წამოდექით და გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიში. ოფისში მუშაობისას ეცადეთ ხშირად იაროთ ოთახში და შეძლებისდაგვარადხშირად იმუშავეთ ფეხზე დგომით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close