რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ, თუ შემოდგომის ფოთლებში ფოტოს გადაღებას დავაპირებთ

რა უნდა ვიცოდეთ, თუ შემოდგომის ფოთლებში ფოტოს გადაღებას დავაპირებთ

ცნობილი გახდა, რომ ჩამოცვენილ ფოთლებთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული და კანის დაავადებები.

შემოდგომის ჩამოცვენილი ფოთლები შეიცავს სამასზე მეტი სახეობის სოკოს. მათგან ყველაზე გავრცელებულია ასპერგილოზი, ალტერნარია და კლადოსპორიუმი. ფოთლცვენისას იზრდება სოკოს სპორების გავრცელების სიხშირე და, შესაბამისად, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების რისკი.

განსაკუთრებით ასეთი ფოტო გადაღებებისგან უნდა შეიკავონ თავი ალერგიულმა და მომატებული იმუნური მგრძნობელობის მქონე ადამიანებმა. ფოთლებში ჩამალულმა სოკოებმა შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა და გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ქავილი, თვალების შეშუპება დაცრემლდენა. გარდა ამისა, არსებობს ბრონქების შეშუპების რისკი სოკოს მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში.

ფოთლებთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს ატოპიური დერმატიტი. გარდა ამისა, არის ოპორტუნისტული ინფექციები – დაავადებები, რომლებიც ვითარდება დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში და სოკოებმა ამ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დაავადებები – ასპერგილოზი, სინუსიტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close