დღის ამბები

რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ანტიბიოტიკების მიღებას

რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ანტიბიოტიკების მიღებას

როგორც ავსტრალიელმა მკვლევარებმა გამოარკვიეს, ანტიბიოტიკების კურსის მიღების შემდეგ, ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა, დაკავშირებულია თაგვებში სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან.

კვლევის მიმდინარეობისას, სპეციალისტებმა შეისწავლეს თაგვების სიცოცხლის ნაადრევ ეტაპზე ანტიბიოტიკების შეყვანის ხანგრძლივი ეფექტები. საკვლევ ცხოველებს აკვირდებოდნენ პრეპარატების – ამპიცილინისა და ნეომიცინის – მიღების დაწყებიდან ხანდაზმულ ასაკამდე (102 კვირა). ანტიბიოტიკები სერიოზულად ამცირებდნენ მიკრობიომის მრავალფეროვნებას, რის შემდეგადაც ნაწლავში მრავლდებოდა მიკრობიოტის ორიდან ერთ-ერთი ნაკრები, რომლებიც მკვლევარებმა აღნიშნეს როგორც PAM I და PAM II შესაბამისად.

PAM II-ის მქონე თაგვებში აღინიშნა ინსულინის მიმართ მომატებული მდგრადობა, რაც მიუთითებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევასა და სხვადასხვა, მათ შორის ღვიძლის და ტვინის ქსოვილში ანთების გაძლიერებაზე. გრიპის ვაქცინაციის შემდეგ მათში ასევე მცირდებოდა ანტისხეულების გამომუშავებაც. თაგვები კვდებოდნენ დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ის ცხოველები, რომელთაც ჰქონდათ PAM I, მაშინაც კი, როდესაც ორივე შემთხვევაში ნაწლავის მიკრობიომის შემადგენლობა მოდიოდა ნორმაში.

კვლევის წამყვანი ავტორი, ფლინდერსის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ლინი აცხადებს: „კვლევის შედეგებით, ნაწლავის მიკრობიომის იმ ტიპს, რომელიც ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ სახლდება ნაწლავში, გააჩნია ძუძუმწოვარა ორგანიზმის იმუნური სისტემის გადაპროგრამირების მეტი შესაძლებლობა ხანგრძლივი შედეგებით, რომელიც ასევე შეიძლება ეხებოდეს სიცოცხლის ხანგრძლივობასაც.“

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close