საზოგადოება

აგვისტოში მობილური მომსახურების სექტორის შემოსავალი 29%-ით გაიზარდა

აგვისტოში მობილური მომსახურების სექტორის შემოსავალი 29%-ით გაიზარდა

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, აგვისტოში მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა 4.8%-ით გაიზარდა და 5,38 მილიონს მიაღწია. შესაბამისად 29.6%-ით გაზრდილია შემოსავლებიც და 67,2 მლნ ლარი შეადგინა.

მობილური მომსახურების ბაზარზე საქართველოში მაგთიკომი ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 2.27 მლნ აბონენტი ჰყავდა. მეორე ადგილზეა 1.79 მლნ აბონენტით სილქნეტი. ვიონს [ბრენდული სახელი ბილაინი] 1.31 მლნ აბონენტი ჰყავს.

რაც შეეხება შემოსავლებს, აგვისტოში მაგთიკომის შემოსავალი წლიურად 9.7 მლნ ლარით არის გაზრილი, სილქნეტის კი 4.6 მლნ ლარით არის გაზრდილი. ბილაინის ზრდა კი 1.1 მლნ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ბაზრის განაწილებას, აბონენტების მიხედვით მობილური მომსახურების ბაზრის 75.6% მაგთიკომსა და სილქნეტზე მოდის. შემოსავლების განაწილების მიხედვით კი ეს მაჩვენებელი 84.6%-ს აღწევს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close