დღის ამბები

ქრონიკული დაავადებების რისკი 20%-ით იზრდება მუდმივი უძილობისას

ქრონიკული დაავადებების რისკი 20%-ით იზრდება მუდმივი უძილობისას

ბრიტანელმა მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი 20%-ით იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მათ დღე-ღამეში 5 საათზე ნაკლები სძინავთ.

განვითფრებულ ქვეყნებში სულ უფრო მეტი ადამიანია, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ. მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ავადობის ზრდის ნაწილი შეიძლება უკავშირდებოდეს ძილის ხანგრძლივობის შემცირებას.

ყველა მრავალუჯრედიან ცოცხალ არსებას, რომელსაც რთული ნერვული სისტემა აქვს, ცხოველმყოფელობისას აღენიშნებათ აქტიურობისა და მოსვენების მონაცვლეობა. მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებთ როგორ წარმოიშვა ძილისა და სიფხიზლის ციკლები და რა როლს ასრულებენ ისინი ადამიანის ცხოვრებაში.

სამი წლის წინ, ისრაელის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სხვა ძილის ერთერთი მიზეზი, სხვა მრავალთან ერთად, შეიძლება იყოს ის რომ ამ დროს ტვინის უჯრედები მასშტაბურ „სარემონტო სამუშაობს“ ასრულებენ საკუთარი დნმ-ის შესაკეთებლად.

აღმოჩნდა, რომ დაზიანებები სიფხიზლის დროს სწრაფად გროვდება გენომში, რადგანაც ამ დროს მათი უჯრედებით გამოსწორება ვერ ხერხდება.

ამ „სარემონტო სამუშაოების“, ასევე ორგანიზმის აღდგენის სხვა პროცესების ჩავარდნა, რომლებიც უკავშირდება ძილის მუდმივ ნაკლებობას, მნიშვნელოვნად ზრდის სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარების ალბათობას.

მეცნიერებმა ეს დასკვნა გააკეთეს 50-70 წლის შვიდი ათასი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის პროცესში.

კვლევის მიმდინარეობისას მედიკოსებმა ჩაატარეს მოხალისეებს შორის გამოკითხვის სერია, ასევე შეისწავლეს მათთან ქრონიკული დაავადებების განვითარება უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში.

მეცნიერებმა მიღებული მონაცემები შეადარეს იმასთან, თუ რამდენად დიდ ხანს ეძინათ მოხალისეებს და აღენიშნებოდათ თუ არა ძილის რეჟიმის დარღვევა, რითაც შეაფასეს უძილობის გავლენა გამოკვლეულების ჯანმრთელობის მდგომრეობაზე.

აღმოჩნდა, რომ ძილის რეჟიმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქრონიკული დაავადებების განვითარების ალბათობაზე. მსგავსი დაავადებების განვითარების შანსი საშუალოდ 20%-ით მაღალი იყო იმ ადამიანებში, რომლებსაც დღე-ღამეში 5 საათზე ნაკლები ეძინათ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დამოკიდებულება ნაკლებად გამოხატული იყო კვლევის უფრო ახალგაზრდა მონაწილეებზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close