საზოგადოება

“მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით სულ 1019 მართვის მოწმობაა გაცემული”

"მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით სულ 1019 მართვის მოწმობაა გაცემული"

მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით სულ 1019 მართვის მოწმობაა გაცემული. შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მონაცემები 3 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

სტატისტიკური მაჩვენებლებით, გასულ თვეში მართვის მოწმობა 16 წლის 4-მა მოქალაქემ აიღო, 17 წლისამ კი 272-მა პირმა, ხოლო 69 წლის – ერთმა ადამიანმა.

გარდა ამისა, ყველა მოქალაქე, რომელმაც მართვის მოწმობა აიღო, საქართველოს მოქალაქეა.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის აპრილიდან მართვის მოწმობის აღება სამ ეტაპად ხდება. პირველი არის თეორიული გამოცდა, საგამოცდო მოედანზე პრაქტიკული გამოცდა და სხვადასხვა ქალაქებში რეალურ მოძრაობაში, ქალაქში გამოცდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close