დღის ამბები

ადამიანი „ჭოტები“ უფრო ხშირად ავადობენ დიაბეტით და გულის დაავადებებით

ადამიანი „ჭოტები“ უფრო ხშირად ავადობენ დიაბეტით და გულის დაავადებებით

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ადამიანი „ჭოტები“ კალორიების შენელებული წვისა და ინსულინის გამომუშავების დარღვევის გამო,

უფრო ხშირად ავადობენ ტიპი 2 შაქრიანი დიაბიტით და გულსისხლძარღვთა დაავადებებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, დაახლოებით 465 მილიონი ადამიანს აქვს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, რაც განპირობებულია სისხლში გლუკოზის ქრონიკული მაღალი დონით. ამ დაავადების ძირითად რისკ ფაქტორად ითვლება ჭარბი წონა. ზედმეტ კილოგრამებს ხშირად თან ახლავს სისხლში შაქრისა და ინსულინის დონის მატება, რაც იწვევს კუჭუკანა ჯირკვლის სწრაფ გამოფიტვას და ტიპი 2 დიაბეტის განვითარებას.

ეს პროცესები განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს იმ ადამინებში, ვინც გვიან წვება დასაძინებლად და გვიან იღვიძებს. მეცნიერებმა ეს დაასკვნეს მეტაბოლური სინდრომის მქონე 40-45 წლის 51 მოხალისეზე დაკვირვების შედეგად. მათი ნახევარი იყვნენ “ჭოტები“, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა დეტალურად შეესწავლათ, არის თუ არა განსხვავებები მეტაბოლიზმსა და სისხლის მიმოქცევის სისტემაში იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დილით ადრე ან გვიან იღვიძებენ. ამისათვის მეცნიერებმა გაზომეს ინსულინის კონცენტრაცია მათ სხეულში დღის სხვადასხვა დროს და ასევე აკვირდებოდნენ რამდენად აქტიურად წვავდა მათი სხეული კალორიებსა და ცხიმებს ვარჯიშის დროს.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მეტაბოლური განსხვავებები “ტოროლასა” და “ჭოტს” შორის ნამდვილად არსებობს. აღმოჩნდა, რომ პირველის ორგანიზმი მეტ ცხიმს წვავს როგორც მოსვენების დროს, ასევე მაღალი ფიზიკური დატვირთვის დროს. ამავდროულად, მეცნიერებმა „ჭოტებში“ ინსულინის გამომუშავების სერიოზული დარღვევები დააფიქსირეს, რაც მათ განსაკუთრებით დაუცველს ხდის ტიპი 2 დიაბეტის განვითარების მიმართ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close